აშშ-ის გენერალური პროკურორი ტრამპის მიტინგზე სროლის შესახებ: ეს ჩვენს დემოკრატიაზე თავდასხმაა

აშშ-ის გენერალური პროკურორი ტრამპის მიტინგზე სროლის შესახებ: ეს ჩვენს დემოკრატიაზე თავდასხმაა

აშშ-ის გენერალური პროკურორი, მერიკ გარლანდი აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატზე, დონალდ ტრამპზე თავდასხმას ეხმაურება.

მერიკ გარლანდმა მომხდარს „ჩვენს დემოკრატიაზე თავდასხმა“ უწოდა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი გამოიყენებს ყველა ხელმისაწვდომ რესურსს ამ გამოძიებაში.

„ჩვენ არ შევეგუებით რაიმე სახის ძალადობას და მსგავსი ძალადობა არის თავდასხმა ჩვენს დემოკრატიაზე“, - აღნიშნა მან.

პენსილვანიაში, სადაც დონალდ ტრამპი მხარდამჭერებთან შეხვედრას მართავდა და მათ სიტყვით მიმართავდა, სროლა იყო. დონალდ ტრამპის თქმით, ტყვიამ მას მარჯვენა ყურის ზედა ნაწილი გაუხვრიტა.