ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს ესაუბრა მას შემდეგ, რაც ტრამპის მხარდამჭერ მიტინგზე სროლა მოხდა

ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს ესაუბრა მას შემდეგ, რაც ტრამპის მხარდამჭერ მიტინგზე სროლა მოხდა

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს ესაუბრა მას შემდეგ, რაც ტრამპის მხარდამჭერ მიტინგზე სროლა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დღეს საღამოს პრეზიდენტი ვაშინგტონში ბრუნდება. ხვალ დილით თეთრ სახლში, ის მიიღებს განახლებულ ინფორმაციას ქვეყნის უსაფრთხოებისა და სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლებისგან“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

პენსილვანიაში, სადაც დონალდ ტრამპი მხარდამჭერებთან შეხვედრას მართავდა და მათ სიტყვით მიმართავდა, სროლა იყო. მედიის ინფორმაციით, ტრამპი სახის არეში დაიჭრა.