რომან კაკულია: ევროკავშირი თავგანწირვად ღირს თუ არა, ეს ხალხს უნდა შეეკითხო - თუ ოპოზიცია მოვა, ის მაინც თქვან, რომ დაცვის ობიექტების გაკეთებას, შეიარაღების პროგრამას და სამოქალაქო თავშესაფრების გარემონტებას დაიწყებენ

რომან კაკულია: ევროკავშირი თავგანწირვად ღირს თუ არა, ეს ხალხს უნდა შეეკითხო - თუ ოპოზიცია მოვა, ის მაინც თქვან, რომ დაცვის ობიექტების გაკეთებას, შეიარაღების პროგრამას და სამოქალაქო თავშესაფრების გარემონტებას დაიწყებენ

დასავლეთისთვის უნდა გვეკითხა - საფრთხე, რომელიც რუსეთისგან მოდის, აღიარებთ თუ არა? თუ გვეტყოდნენ, რომ საფრთხე არსებობს, ამას მოჰყვებოდა შემდეგი შეკითხვა - მაშინ ამ საფრთხის ადეკვატური არის შენგან მოსალოდნელი დახმარება, თუ არა? როდესაც ამ ბალანსის არაადეკვატურობას დააფიქსირებ, შენი მანევრის, ქმედების მიზეზი ეს რომ იყო, ეს უნდა აგეხსნა კარგად, - ამის შესახებ საზოგადოებრივი ორგანიზაცია „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა, რომან კაკულიამ „დღის ქრონიკასთან“ განაცხადა.

მისი თქმით, ეს საკითხი საქართველოს მოსახლეობაში, ასევე პარტნიორებთან მსჯელობის საგანი უნდა იყოს.

„მოსახლეობას უნდა სჯეროდეს, რომ შენი მანევრი, ანუ დისტანცირება, ამ ბალანსის არასაიმედოობის გამო გააკეთე და როგორც კი ბალანსი აღდგება, იმ წუთას შენ მდგომარეობას დაუბრუნდები. ბალანსი ნამდვილად შეიძლება შეიცვალოს, რადგან დასავლეთმა სხვანაირად გამოიღვიძა. არც რუსეთია მოდუნებული და ჩინეთის ურთიერთობასაც ვხედავთ რუსეთთან. ვინც ოპოზიციურ პარტიებს ქმნიან შეკითხვა მაქვს მათთან : - ეს ბალანსის თემა არ აინტერესებთ? რას ფიქრობენ, არის რუსეთის საფრთხე რეალური თუ არა? ამ ბალანსის თემა თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს აღარ დადგება? ეს დახმარება ამ საფრთხეს დააბალანსებს თუ არა, არ გაინტერესებთ? დასავლეთი ბალანსის თემაში მაინც ვერ შემოგყვება, მან თუ დაიწყო საუბარი რამდენია შესაბამისობა საფრთხესთან და მოსალოდნელ დახმარებას შორის, მოუწევს გადაინაცვლოს უკრაინის ომის დასაწყისთან და მოუწევს იმის აღიარება, რომ 500 000 ადამიანი მიწაში რომ ჩაწვა, მანდაც იმთავითვე ბალანსის დაუცველობასთან ხომ არ გვქონდა საქმე. ბალანსის ეს თემა მსჯელობის საგანი უნდა გახდეს, ადამიანებს დასავლეთში და საკუთარ მოსახლეობას ეს უნდა გავაგებინოთ. თუ [ოპოზიცია] ხელისუფლებაში მოვლენ, ის მაინც თქვან, რომ დაცვის ობიექტების გაკეთებას დაიწყებენ, სამოქალაქო თავშესაფრების გარემონტებას დაიწყებენ, ადამიანების შეიარაღების პროგრამას დაიწყებენ, რადგან ამ გზას, ევროინტეგრაციას დღევანდელ სიტუაციაში პერსპექტივაში ესეც აქვს. ევროკავშირი დილიდან საღამომდე მუშაობად შეიძლება ღირდეს, მაგრამ თავგანწირვად ღირს თუ არა - ეს საზოგადოებას უნდა შეეკითხო. კი ბატონო, შენი და შენი ოჯახის სიცოცხლე გაწირე, მაგრამ საზოგადოებას გააგებინე რეალურად რასთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა კაკულიამ.