Politico: აშშ-ის კონგრესში დემოკრატების რიცხვი, რომლებიც ბაიდენის პრეზიდენტობის კანდიდატურის მოხსნას ითხოვენ 19-მდე გაიზარდა

Politico: აშშ-ის კონგრესში დემოკრატების რიცხვი, რომლებიც ბაიდენის პრეზიდენტობის კანდიდატურის მოხსნას ითხოვენ 19-მდე გაიზარდა

აშშ-ის კონგრესში დემოკრატიული პარტიის კონგრესმენების და სენატორების რიცხვი, რომლებიც ამერიკის მოქმედი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის კანდიდატურის მოხსნას ითხოვენ 19-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ Politico ავრცელებს.

მათი უმეტესობა რიგითი კანონმდებელია, თუმცა მათ უკვე მოახერხეს და გავლენა მოიპოვეს ისეთ მნიშვნელოვან კონგრესმენებზე, როგორებიც არიან ჯიმ ჰაიმსი კონექტიკუტის შტატიდან და ადამ სმიტი ვაშინგტონის შტატიდან. ისინი დაზვერვისა და შეიარაღებული ძალების კომიტეტებში მაღალ თანამდებობებს იკავებენ.

გამოცემის თანახმად, კონგრესმენების უმეტესობა ისეთი შტატებიდან არის, სადაც ბაიდენმა 2020 წელს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნები უპრობლემოდ მოიგო.

ამავდროულად, ათობით დემოკრატი კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში საჯაროდ უჭერს მხარს ბაიდენს, თუმცა ბევრი მათგანი ნერვიულობს და არ იცის, თუ რით დასრულდება 5 ნოემბერს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები.