არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციურ ბანაკში არა ღირებულებების, ქვეყნის ინტერესებისა და რეალური ლიდერების გარშემო ხდება გაერთიანება, არამედ მიდის პოლიტიკური ვაჭრობა იმ პატარა პროცენტებით, რომელიც დაშლილი „ნაცმოძრაობიდან“ გამოიტანეს

ამ გაერთიანებებს და გაყოფებს თუ დავაკვირდებით, ეს არის ოპოზიციის შიდა არეულობის მაჩვენებელი, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ მედიასთან.

დეპუტატმა ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა.

„არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, როდესაც პოლიტიკური კუბიკებით თამაშობენ, ერთი ლიდერი მეორეში აკეთებს ტრანსფერს და პირველი მესამეში, ეს მიუთითებს, რომ ოპოზიციურ ბანაკში არა ღირებულებების, ქვეყნის ინტერესებისა და რეალური ლიდერების გარშემო ხდება გაერთიანება, არამედ მიდის პირდაპირ პოლიტიკური ვაჭრობა იმ პატარა პროცენტებით, რომელიც დაშლილი „ნაციონალური მოძრაობიდან" ამ პოლიტიკურმა ჯგუფებმა გამოიტანეს“, - განაცხადა თალაკვაძემ.