იაგო ხვიჩია: ჩვენი დასავლელი პარტნიორების ადგილას რომ ვიყო, თავიდან დავიწყებდი „ენჯეო“ სექტორის კომპლექტაციას და ვეცდებოდი, ეს ხალხი ნელ-ნელა დამსახურებულ პენსიაზე გამეშვა

იაგო ხვიჩია: ჩვენი დასავლელი პარტნიორების ადგილას რომ ვიყო, თავიდან დავიწყებდი „ენჯეო“ სექტორის კომპლექტაციას და ვეცდებოდი, ეს ხალხი ნელ-ნელა დამსახურებულ პენსიაზე გამეშვა

ჩვენი დასავლელი პარტნიორების ადგილას რომ ვიყო, თავიდან დავიწყებდი „ენჯეო“ სექტორის კომპლექტაციას და ვეცდებოდი, ეს ხალხი ნელ-ნელა დამსახურებულ პენსიაზე გამეშვა, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მესამე სექტორის პრობლემა „ნაცური“ ოპოზიციის მსგავსია, რადგან დიდი ხანია ერთი და იგივე ხალხი არ შეცვლილა.

„ზოგადად მესამე სექტორს იგივე პრობლემა აქვს, რაც ჩვენს „ნაცურ“ ოპოზიციას. დიდი ხანია ერთი და იგივე ხალხი არ შეცვლილა, ჩაბეტონებულები არიან, მათი მორალი გაღუნულია და რეპუტაცია არ გააჩნიათ. მე გამონაკლისებს არ ვგულისხმობ, ისინი წესს ადასტურებენ. ზოგადად დიდ ნაწილს ვგულისხმობ და მათში ფულის ჩასხმა უაზრობაა. ეს ისეთია, რომ დაიწყო იმის რემონტი, რაც არ რემონტდება, ნაცვლად იმისა რომ ახალი გააკეთო.

მე რომ ვიყო ჩვენი დასავლელი პარტნიორების ადგილას, თავიდან დავიწყებდი „ენჯეო“ სექტორის კომპლექტაციას და ფიზიკურად ვეცდებოდი რომ ეს ხალხი ნელ-ნელა გამეშვა დამსახურებულ პენსიაზე. მათ უბრალოდ სახელი გაუტეხეს დასავლეთს, სახელი გაუტეხეს „ენჯეოებს“, სახელი გაუტეხეს აშშ-ს. რასაც ისინი ახლა აკეთებენ, არის ერთგვარი მაღვიძარა ქართველი ხალხისთვის. განა ქართველმა ხალხმა არ იცის, რომ ჩვენს „ენჯეო“ სექტორს, რაც არ უნდა ფული ჩაასხა, არ ეშველება, მაგრამ ეს არის ასევე მესიჯი, რომ არც ჩვენს მთავრობას არ ეშველება, თუ არ შევცვალეთ. სინამდვილეში მარტო ჩვენ, ქართველ ხალხს შეგვიძლია წინასაარჩევნოდ რამე შევცვალოთ. ჩვენი პარტნიორები ახლა ჩვენზე ძალიან გაბრაზებულები არიან, ფინანსურ დახმარებაზე უფრო მეტად პრობლემა ის არის, რომ ჩვენთან მეგობრობაზე უარს ამბობენ. ჩვენ მათთან არჩევნების შედეგებით უნდა მივიდეთ, დასრულებული ერთპიროვნული მმართველობით და მოვიბოდიშოთ იმ უხერხულობაზე, რაც აწმყოში ჩვენ გამო იქნება“, – აღნიშნა ხვიჩიამ.

მერაბ.g ასოები ახლა როგორიც არიან ეს უნდა დასავლეთს; მათი ამ მდგო,არეობამდე მიყვანაში შრომა და ფული აქვთ დახარჯული და ახლა ახალი - სიმართლის მაძებარი, შეკითხვის დამსმელი და ორ ფეხზე მდგომი უნდა?
4 თვის უკან