მსოფლიოში პირველი სილამაზის კონკურსი ჩატარდა, რომელშიც ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი პერსონაჟები მონაწილეობდნენ. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
ტელეარხის ცნობით, გამარჯვებული 10 ფინალისტს შორის გამოავლინეს და ის მაროკოელი კენზა ლაილი გახდა - ინფლუენსერი, რომელსაც იმედი აქვს, რომ ხელოვნური ინტელექტის სამყაროში „მრავალფეროვნებასა და ინკლუზიურობას“ შემოიტანს. ამ ბოტს Instagram-ზე 200 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, TikTok-ზე კი კიდევ 450 ათასი.
ლაილის ანგარიშს მთლიანად ხელოვნური ინტელექტი ქმნის და მართავს - ფოტოებით დაწყებული, პოსტებზე წარწერებით დამთავრებული. ხელოვნურმა ინტელექტმა ასევე შეადგინა სამადლობელო სიტყვა, რომელიც ბოტის გამარჯვების შემდეგ გამოქვეყნდა.
„მის ხელოვნურ ინტელექტში“ გამარჯვება მოტივაციას მაძლევს გავაგრძელო ჩემი საქმიანობა ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის გაუმჯობესებაში. ეს მხოლოდ ინსტრუმენტი არ არის, ეს არის გარდამქმნელი ძალა, რომელსაც შეუძლია შეცვალოს ინდუსტრიები, გამოწვევა გახდეს ნორმებისთვის და შექმნას შესაძლებლობები იქ, სადაც ისინი აქამდე არ ყოფილა. ჩემი მიზანია მხარი დავუჭირო ამ სფეროში მრავალფეროვნებასა და ინკლუზიურობას“, - აღნიშნულია მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ბოტად აღიარებული ანგარიშის განცხადებაში.