ვლადიმერ ბოჟაძე რადიკალურ ოპოზიციაზე: სურთ, უთხრან საზოგადოებას, რომ არაფერი კავშირი აქვთ სისხლიან რეჟიმთან და ცალ-ცალკე მოვალენ პარლამენტში

ვლადიმერ ბოჟაძე რადიკალურ ოპოზიციაზე: სურთ, უთხრან საზოგადოებას, რომ არაფერი კავშირი აქვთ სისხლიან რეჟიმთან და ცალ-ცალკე მოვალენ პარლამენტში

„ომის ქარტია“, რომელიც ქალბატონმა ზურაბიშვილმა შეადგინა, მისი შესრულება ტექნიკურად, სამართლებრივად უბრალოდ, წარმოუდგენელია, ტყუილია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა. ამ აქტს შესრულება არ უწერია, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

მან წინასაარჩევნოდ რადიკალური ოპოზიციის გაერთიანების შანსებზე ისაუბრა.

მისივე თქმით, „დაშლისა და გაშლის გეგმა“ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჯერ კიდევ 2012 წლის არჩევნების შემდეგ შეიმუშავა. ბოჟაძემ აღნიშნა, რომ საზოგადოებას ახსოვს, თუ როგორ განაწილდნენ მათი ლიდერები ოპოზიციურ მედიებში, სამოქალაქო სექტორსა და პოლიტიკურ პარტიებში.

მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიციის სტრატეგიაა, რომ ოპოზიციური ხმები, რაც არის „ნაციონალური მოძრაობის“, წაიღოს მან, ხოლო დანარჩენმა ოპოზიციამ ამომრჩეველი შეიყვანოს შეცდომაში.

„სურთ, უთხრან საზოგადოებას, რომ ჩვენ არაფერი კავშირი გვაქვს სისხლიან რეჟიმთან. ჩვენ ცალ-ცალკე მოვალთ პარლამენტში, მერე თუ უმრავლესობას გავაკეთებთ, ვიქნებით კოალიციური მთავრობა და არა „ნაციონალური მოძრაობა“ და ამით დასრულდება „ნაციონალური მოძრაობის“ ის მძიმე წლები, რომელიც ვნახეთ.

იცით, „ნაციონალური მოძრაობა“ პირდაპირ ამბობს, ჩვენ იმას აღარ გავიმეორებთ, რასაც ვაკეთებდითო და მე მათი მჯერა. ერთადერთი ეს მჯერა.

პირველი, რასაც ოპოზიცია გააკეთებს გამარჯვების შემთხვევაში, ეს არის სააკაშვილის ციხიდან გამოშვება და იმაზე მეტი უბედურება, რაც ამ ქვეყანაში მოხდა. თუმცა, ეს არის ერთ-ერთი არჩევნები, რომელსაც „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ მოიგებს. ქართველმა ხალხმა ყველაზე კარგად იცის, ვინ იცავს მისი სახელმწიფოს, ეკლესიისა და მისი ქვეყნის ინტერესებს“, - აღნიშნა ბოჟაძემ.