ბექა დავითულიანი აშშ-ზე: ჩვენ ხმამაღლა ვაცხადებთ და ვთავაზობთ მათ - მოდით, გადატვირთოთ ურთიერთობები, რადგან ამ ურთიერთობების დაძაბვა არც თქვენს ინტერესებშია და არც ჩვენსაში

ბექა დავითულიანი აშშ-ზე: ჩვენ ხმამაღლა ვაცხადებთ და ვთავაზობთ მათ - მოდით, გადატვირთოთ ურთიერთობები, რადგან ამ ურთიერთობების დაძაბვა არც თქვენს ინტერესებშია და არც ჩვენსაში

ჩვენ ხმამაღლა ვაცხადებთ და ვთავაზობთ მათ - მოდით, გადატვირთოთ ურთიერთობები, რადგან ამ ურთიერთობების დაძაბვა არც თქვენს ინტერესებშია და არც ჩვენსაში, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს სურვილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვის. ჩვენი აზრით, ძალიან ბევრჯერ უსამართლოდ მოგვექცნენ და არაკეთილსინდისიერი ინტერპრეტირება მოხდა რაღაცების, რაზეც ზუსტად იციან, რომ ასე არ არის. ამ კამპანიას, მათ შორის, ხელს უწყობდნენ ჩვენი უცხოელი პარტნიორებიც. ამის მიუხედავად, ჩვენ ხმამაღლა ვაცხადებთ და ვთავაზობთ მათ ღიად, რომ მოდით, გადატვირთოთ ურთიერთობები იმიტომ, რომ ამ ურთიერთობების დაძაბვა არც თქვენს ინტერესებშია და არც ჩვენსაში“, - აღნიშნა დავითულიანმა.

მისივე თქმით, ყველა მცდელობა იმისა, რომ ოპოზიციამ შექმნას რაიმე პრერევოლუციური სცენარი, წყალში ჩავარდება.

„სამწუხაროდ, იმის ყველა ნიშანია, რომ ურთიერთობა წესით წავა იქითკენ, რომ არჩევნებამდე შეეცდებიან რამენაირად სხვა და სხვა უცხოურმა ძალამ ხელი შეუწყოს ოპოზიციას, რომ იქნებ რამენაირად პრე რევოლუციური სცენარები დადგან. არ გამოვა ეს ამბავი ამ ქვეყანაში. ყველა მცდელობა ჩავარდება წყალში და მერე მაინც მოგვიწევს ამ ურთიერთობების გადატვირთვა. ტყუილად ირჯებიან. თუ მიხვდებიან ამას და აიღებენ ხელს ამ განზრახვაზე, არ იქნება ურიგო არც ჩვენთვის, არც მათთვის და არც ჩვენი ურთიერთობებისთვის“, - განაცხადა დავითულიანმა.