ირაკლი კირცხალია: 30 მლნ ევროს დაფინანსების შეწყვეტა და თანხის კოლექტიურ ლომჯარიებთან, გიგაურებთან გადარიცხვა, მინიმუმ უსამართლობაა

ირაკლი კირცხალია: 30 მლნ ევროს დაფინანსების შეწყვეტა და თანხის კოლექტიურ ლომჯარიებთან, გიგაურებთან გადარიცხვა, მინიმუმ უსამართლობაა

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალია თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის 100 მლნ ლარით გაზრდის საკითხს ეხმიანება.

აღნიშნულით კირცხალიამ აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროსთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები შეაფასა.

„როდესაც ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამხედრო ძალები, საერთაშორისო მისიებში იყვნენ, არა ნატოს წევრი ქვეყნებიდან კონტინგენტით პირველი და ნატოს წევრი ქვეყნებიდან მეოთხე და მიღებული აქვთ ურთულეს ოპერაციებში მონაწილეობა, ამის ფონზე, როდესაც საუბარია, თანხის ოდენობას არ აქვს მნიშვნელობა - ეს 30 მლნ-ია თუ 27 მლნ, ამის არ დაფინანსებაზე, შეწყვეტაზე და კოლექტიურ ლომჯარიებთან, გიგაურებთან გადარიცხვაზე, ეს მინიმუმ უსამართლობაა. 560 მლნ ლარი გვაქვს პროფიციტი, საიდანაც 100 მლნ ჯარის დაფინანსების გაზრდისკენ მიემართება“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ვაშინგტონმა პროექტი „ღირსეული პარტნიორი“ შეაჩერა, ევროკავშირმა კი ევროპული სამშვიდობო ფონდიდან 30 მლნ ევროს გამოყოფა. ამ ფონზე კი თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 100 მლნ ლარით იზრდება.

მერაბ.g არაფერი უსამართლო არაა; გეუბნებიან, გაივლი ~ჩემს ჭკუაზე, დაგაფინანსებ, არ გაივლი და დავაფინანსებ იმას, ვინც ცალ ფეხზე მდგომი თვალებში შემოგვყურებს! თუ ამერიკის ისტორიას გადახედავთ, იმარჯვებენ ფულით ან იარაღით; იყიდეს ალიასკა, იყიდეს ლუიზიანა, იყიდეს ნიუმექსიკო... არსებობის 250 წლის მანძილზე წამოიწყეს ან ჩაერთვნენ 266 ომში; თავისი ქვეყნის ფარგლებს გარეთ დედამიწაზე აქვთ 740 სამხედრო ბაზა (სხვას არავის 30-ც არა აქვს) ძალა აქვთ, ჭკუა ნაკლებად - გამოაპანჩურეს კორეიდან ვიეტნამიდან ... ნავთობის გამო დაარბიეს ერაყი, სირია ... საკუტარ ცხენს გამოასწრეს ავღანეთიდან, თავის სამეზობლოში ყველა პატარა ქვეყანა ამოსმული აქვთ კუბისა და ვენესუელას გარდა ...
4 თვის უკან
მერაბ.g გაეროს წევრი პუერტო-რიკო დამონებული ჰყავს - შტატზე გაცილებით ნაკლები უფლებები აქვს; ლიბერიის საბაზისო ნაწილი მე-19 საუკუნის შუაწელში 50 დოლარად იყიდა და იქ მატ მიერ მონობიდან გათავისუფლებული ზანგები დაასახლა, რომელთაც ადგილობრივი ზანგები დაიმონა არნახულ ჩაგვრაში მოაქცია ...
4 თვის უკან