ირაკლი ზარქუა: რაც მათ ერთმანეთს აკადრეს, ერთმანეთს აგინეს, ამის შემდეგ ერთად რომ დადგები და ამომრჩეველს ეტყვი - ჩვენ გუნდი ვართ და კოალიციურად მოვდივართ მთავრობაში, ვინ დაგიჯერებს?

ირაკლი ზარქუა: რაც მათ ერთმანეთს აკადრეს, ერთმანეთს აგინეს, ამის შემდეგ ერთად რომ დადგები და ამომრჩეველს ეტყვი - ჩვენ გუნდი ვართ და კოალიციურად მოვდივართ მთავრობაში, ვინ დაგიჯერებს?

ირაკლი ზარქუა მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიების გაერთიანების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას აფასებს. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მიადგილე მიიჩნევს, რომ გაერთიანება „ლელოსა“ და „საქართველოსთვის“ უცხოელმა „პატრონებმა“ დაავალეს.

„რაც მათ ერთმანეთს აკადრეს, ერთმანეთს აგინეს, ამის შემდეგ ერთად რომ დადგები და ამომრჩეველს ეტყვი - ჩვენ გუნდი ვართ და კოალიციურად მოვდივართ მთავრობაში, ვინ დაგიჯერებს? ამათი გაერთიანება რა უნდა იყოს? მკვდარი მკვდარს აეკიდაო. იყვნენ და მოატყუონ საზოგადოების გარკვეული ნაწილი, შემორჩენილი რომ ჰყავთ. რატომ გაერთიანდნენ? პატრონებმა დაუკვეთეს. ასე არის საჭირო, რომ მადამ პრეზიდენტის ქოლგის ქვეშ უნდა გაერთიანდნენ და ერთიანი ფრონტი უნდა შექმნან ქართველი ხალხისა და ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. არ გამოუვათ, გამორიცხულია. ქართველმა ხალხმა - ერმა და ბერმა მოვიგეთ, ამ წლების განმავლობაში მათი არაერთი შემოტევა მოვიგერიეთ და ამასაც გავუძლებთ და 26 ოქტომბერს ხალხთან ერთად საქართველო გაიმარჯვებს“, - აცხადებს ზარქუა.

„ლელოსა“ და პარტიის „საქართველოსთვის“ წევრები წინასაარჩევნოდ მათი გაერთიანების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ.