68 წლის რეალითის ვარსკვლავს, კრის ჯენერს საშვილოსნოს კიბო დაუდგინდა — კარდაშიანების ახალ ეპიზოდში ჯენერმა ჰისტერექტომიის საჭიროებაზე ისაუბრა.
ექიმებმა კრისს ურჩიეს, რომ საშვილოსნო და საკვერცხეები ამოეკვეთა, რათა სიმსივნის სამომავლო განვითარებისგან თავი დაეზღვია.
"იმის მოშორება მიწევს, რამაც ჩემი ცხოვრების 6 საჩუქარი გამიკეთა," — თქვა კრისმა თავის 6 შვილზე, რომლებიც მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ოჯახის რეპუტაციით სარგებლობენ.
კრისმა, რომელიც კორტნი, კიმ, ქლოი და რობ კარდაშიანების და კაილი და კენდალ ჯენერების დედაა, შოუში აღიარა, რომ პროცედურაზე ძალიან ნერვიულობს, თუმცა მისი ჯანმრთელობისთვის ეს აუცილებელი ნაბიჯია.