თამარ კორძაია: ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ ხანგრძლივი გაფრთხილებების მიუხედავად, „ქართული ოცნება“ მტკიცედ ადგას ჩვენი დაშორების გზას, ამას მოჰყვა შედეგი

თამარ კორძაია: ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ ხანგრძლივი გაფრთხილებების მიუხედავად, „ქართული ოცნება“ მტკიცედ ადგას ჩვენი დაშორების გზას, ამას მოჰყვა შედეგი

ევროკავშირისა და ცალკეული სახელმწიფოების მხრიდან საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით ხანგრძლივი გაფრთხილებების მიუხედავად, „ქართული ოცნება“ მტკიცედ ადგას ჩვენი დაშორების გზას, – ამის შესახებ პლატფორმა „ერთიანობის“ ერთ-ერთიმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მათ არ აქვთ უტყუარი განცდა, რომ მათი ფული სწორად იხარჯება ამ ქვეყანაში.

„მიუხედავად ძალიან ხანგრძლივი გაფრთხილებებისა, რომელსაც ევროკავშირი, ცალკეული სახელმწიფოები აკეთებდნენ საქართველოს ხელისუფლებასთან და მათ გადაწყვეტილებებთან მიმართებით, რომლითაც ზიანდება ჩვენი თანამშრომლობა ევროკავშირთან და ევროპულ სახელმწიფოებთან, „ქართული ოცნება“ მტკიცედ ადგას ჩვენი დაშორების გზას. რა თქმა უნდა, ამას მოჰყვა თავისი შედეგი და ბუნებრივია, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში შეაჩერებენ მხარდაჭერას, რადგან ცალსახა და ნათელია – მათ არ აქვთ უტყუარი განცდა, რომ მათი ფული სწორად იხარჯება ამ ქვეყანაში. ისინი საკუთარი მოქალაქეების წინაშეც გრძნობენ ვალდებულებას, რომ იმ სახელმწიფოების ფული არ გაანიავონ კორუფციული ხელისუფლების პირობებში, რომლებსაც თვითონ წარმოადგენენ“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

მერაბ.g ესეც გუბაზ-არმაზ-ბერძენიშვილ-დუმბაძისნაირთა სახეობის წარმომადგენელია; ერთი ფეზი თბილისში აქვს, მეორე კი ბრიუსელში, ჭჭ კი "ხაშურიდან უყურებ"
4 თვის უკან