მიხეილ ყაველაშვილი: ამნისტია მნიშვნელოვანი და ჰუმანური აქტია, ამაზე მგონი არავის უნდა ჰქონდეს პრეტენზია

მიხეილ ყაველაშვილი: ამნისტია მნიშვნელოვანი და ჰუმანური აქტია, ამაზე მგონი არავის უნდა ჰქონდეს პრეტენზია

პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივანი მიხეილ ყაველაშვილი „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ ამნისტიის კანონპროექტს აფასებს.

დეპუტატის თქმით, ამნისტია ჰუმანური აქტია, რომლის საწინააღმდეგოც არავის არ უნდა ჰქონდეს. ყაველაშვილის განმარტებით, მნიშვნელოვანია საზოგადოებას მიეწოდოს სწორი ინფორმაცია ხელისუფლების გეგმებზე ამნისტიასთან დაკავშირებით.

„ამნისტია მნიშვნელოვანი და ჰუმანური აქტია, ამაზე მგონი არავის არ უნდა ჰქონდეს პრეტენზია. მთავარია, რომ საზოგადოებამ კარგად გაიგოს ეს გზავნილები - რას აპირებს საქართველოს ხელისუფლება ამასთან დაკავშირებით და მე მგონი, ყველა დადებითად შეაფასებს ამ აქტს.“-  აღნიშნა ყაველაშვილმა.