წარმოიდგინეთ, დეკლარაციის შევსებაზე რა ამბავი ატეხეს ჩვენთან და ომში ვინ გაგვაწვევინებდა გიგაურის ხელის ბიჭებს?! სალომე ზურაბიშვილს “დედალ” ზელენსკიდ აქცევდნენ, ლომჯარიას - პოდოლიაკად, ხოლო ელისაშვილი ყველგან გონჩარენკო დარჩებოდა, - წერს "ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე, უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების თანამშრომლები მობილიზაციისგან გათავისუფლდნენ და მათ ე.წ. ჯავშანი მისცეს.
ქადაგიძის თქმით, უკრაინელი ერი გაწირეს, ხოლო "გენმოდიფიცირებულ" არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს კანონი მოარგეს, რომ ომში წასვლისგან დაიცვან. მისი განცხადებით, ანალოგიური სცენარი იყო გამზადებული საქართველოსთვისაც.
"მაშინ, როდესაც მეტროს მემანქანეები, ქარხნის თანამშრომლები და სკოლის პედაგოგებიც გაწვევას ექვემდებარებიან, სოროსის ფონდის ბენეფიციარი ორგანიზაციები და უცხო კომპანიის თანამშრომლები, ზელენსკის მთავრობამ ომიდან გაათავისუფლა…
ყველაზე სასაცილო კი ახსნა-განმარტებაა, რომ ეს ორგანიზაციები კრიტიკული მნიშვნელობის არიან, საარჩევნო და დემოკრატიულ სისტემას ესაჭიროებიანო…
მდაა, არჩევნებს აღარავინ ატარებს უკრაინაში, ყველა განსხვავებული მედია-პლატფორმა დაიხურა, ოპოზიცია ფაქტობრივად გაქრა უკრაინაში და აბა, ეს ორგანიზაციები რას ემსახურებიან?
გაწირეს უკრაინელი ერი, ბოლო უკრაინელამდე.
სამაგიეროდ, გენმოდიფიცირებული სოროსის ლეკვები კრიტიკულად საჭიროაო და კანონიც კი მოარგეს.
აი, ეს სცენარი უნდოდათ ჩვენთანაც, რომ ბოლო ქართველამდე გავწყვეტილიყავით, ხოლო გენმოდიფიცირებულ “ენჯეოშნიკ” უსამშობლოებს გაარიდებდნენ.
წარმოიდგინეთ - დეკლარაციის შევსებაზე რა ამბავი ატეხეს ჩვენთან და ომში ვინ გაგვაწვევინებდა გიგაურის ხელის ბიჭებს?!
სალომე ზურაბიშვილს “დედალ” ზელენსკიდ აქცევდნენ, ლომჯარიას - პოდოლიაკად, ხოლო ელისაშვილი ყველგან გონჩარენკო დარჩებოდა…
მოკლედ, უკრაინიზაცია თავისი ფერადოვნებით ბოლომდე გაშიშვლდა და მიიღო თავისი რეალური სახე!" - წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.