ოცდაშვიდი პაციენტი გვყავს სერვისში (პედოფსიქიატრია). მათი ასაკი 14 - იდან და 25 წლამდე მერყეობს. ოცდაშვიდიდან დადასტურებულად და ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ 9 მოზარდი სქესის გადაკეთების მსხვერპლია. ცხრავე მათგანი იზოლირებული პაციენტია და ზოგიერთი მათგანი, დაბმულიც კია, ვინაიდან თავს იზიანებს, - ამის შესახებ საფრანგეთში მომუშავე მედდა, დინა მირცხულავა, სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, ფსიქოლოგების თითქოსდა უწყინარი ფრაზების გამოყენება - ხომ არ გიფიქრია, რომ ბიჭი იყო ?! ხომ არ გიფიქრია, რომ გოგოდ გადაკეთდე ?! - უნდა შეჩერდეს. მირცხულავა ასევე აღნიშნავს, რომ მილიონობით თანხები იდება და იხარჯება იმაში, რომ ეს ბავშვები, ბოლოს ფსიქიატრიულ კლინიკებში მოხვდნენ და სურვილის მიუხედავად, მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა შუა ასაკს, ძირითადად, არ სცდება.
"ოცდაშვიდი პაციენტი გვყავს სერვისში.
(პედოფსიქიატრია)
მათი ასაკი 14 - იდან და 25 წლამდე მერყეობს.
ოცდაშვიდიდან დადასტურებულად და ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ 9 მოზარდი სქესის გადაკეთების მსხვერპლია.
ცხრავე მათგანი იზოლირებული პაციენტია და ზოგიერთი მათგანი, დაბმულიც კია, ვინაიდან თავს იზიანებს.
რამდენიმე დღის წინ პროფესორმა კოლეტამ თქვა, რომ დედამიწა იწვის ამათი ცოდვით და ჩვენ როგორღაც უნდა შევაჩეროთ, ფსიქოლოგების ეს თითქოსდა უწყინარი ფრაზები:
ხომ არ გიფიქრია, რომ ბიჭი იყო ?!
ხომ არ გიფიქრია, რომ გოგოდ გადაკეთდე ?!
იქნებ ბიჭები უფრო მოგწონს, ვიდრე გოგონები ?!
იქნებ გოგონები უფრო მოგწონს, ვიდრე ბიჭები ?!
ამ კითხვებს ფსიქოლოგები ძირითადად იმ შემთხვევაში სვამენ, როცა მოზარდს კონფლიქტი აქვს საწინააღმდეგო სქესის მშობელთან.
მაგ. პირადად ვესწრებოდი ერთ ასეთ კონსულტაციას, როდესაც ბავშვმა თქვა, რომ მამის სიძულვილის გამო გადაწყვიტა რომ გოგო გამხდარიყო და ამაში ფსიქოლოგი დაეხმარა.
მილიონობით თანხები იდება და იხარჯება იმაში, რომ ეს ბავშვები, ეს საცოდავი ბავშვები ბოლოს ფსიქიატრიულ კლინიკებში მოხვდნენ.
უკან ვერც ერთი ბრუნდება მერე, სურვილის და მიუხედავად და მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა შუა ასაკს არ სცდება.
არავისთან კამათის ნერვები არ მაქვს და არც ვაპირებ, მხოლოდ იმიტომ დავწერე, რომ ევროპის ეს უდიდესი ქვეყანაც კი შეხვედრას შეხვედრაზე აწყობს კომპეტენტურ პირებთან ერთად, რომ პროპაგანდის მსხვერპლი ბავშვები გადაარჩინოს." - წერს დინა მირცხულავა.