მსახიობები ბილი ბოიდი და დომინიკ მონაჰენი, რომლებმაც პიტერ ჯექსონის ტრილოგიაში „ბეჭდების მბრძანებელი“ ჰობიტების როლების შეასრულეს, მოგზაურობასა და საჭმელზე შოუს გამოუშვებენ. ამის შესახებ Deadline-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, შოუ „ბილი და დომი მსოფლიოს ჭამენ“ ეკრანებზე ოქტომბერში გამოვა და მასში 6 ეპიზოდი იქნება. პირველში მსახიობები და მეგობრები ლონდონში მდებარე პაბს The Grapes ესტუმრებიან, რომელიც „ბეჭდების მბრძანებელში“ გენდალფის როლის შემსრულებელმა იენ მაკკელენმა გახსნა.