„ქრონიკის“ კითხვის საპასუხოდ, ზურაბ ჯაფარიძე ირწმუნება, რომ მისი, ელენე ხოშტარიასა და „ახალის“ გაერთიანებას არა დავით კეზერაშვილი, არამედ თავად აფინანსებს. მისი თქმით, საჭირო თანხებს საკუთარი ჯიბიდან გაიღებს.
კითხვები ამ საკითხთან დაკავშირებით მას შემდეგ გაჩნდა, რაც მელიასა და გვარამიას გვერდით ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია აღმოჩნდნენ, ხოშტარია კი ის პოლიტიკოსია, რომელიც ამბობს, რომ თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილთან თანამშრომლობს და მომავალშიც აპირებს თანამშრომლობას.
ოპოზიციის ამ ნაწილს აქტიური კონსულტაციები ჰქონდა „ლელოსთანაც“, თუმცა ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ მათი ერთობა „მცირე უთანხმოების“ გამო ვერ შედგა. არსებული ინფორმაციით, ეს მცირე უთანხმოება მამუკა ხაზარაძის პრემიერობასთან დაკავშირებულ ამბიციებს უკავშირდება.