კიევის ბავშვთა საავადმყოფოზე თავდასხმა უაღრესად შემაძრწუნებელია, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა.
„აგრესია და თავდასხმები, რომლის სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობაა, განსაკუთრებით ბავშვები, მიუღებელია. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს“, - აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.