დონალდ ტრამპი: მე მგონია, რომ ბაიდენი დარჩება საპრეზიდენტო რბოლაში. მას საკუთარი ეგო აქვს და არ აპირებს წასვლას

დონალდ ტრამპი: მე მგონია, რომ ბაიდენი დარჩება საპრეზიდენტო რბოლაში. მას საკუთარი ეგო აქვს და არ აპირებს წასვლას

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია Fox News-თან სატელეფონო ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ დარწმუნებულია, ამერიკის მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მეორე ვადით საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭს იყრის.

„მე მგონია, რომ ის [ჯო ბაიდენი] დარჩება [საპრეზიდენტო რბოლაში] და მას საკუთარი ეგო აქვს. ის არ აპირებს წასვლას. მე ვფიქრობ, რომ მას სურს ამის გაკეთება“, - განაცხადა ტრამპმა.

ტრამპმა, რომელიც რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატია, ასევე აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუკი ბაიდენი მოხსნის თავის კანდიდატურას, მას მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი ჩაანაცვლებს, თუმცა, როგორც ის აღნიშნავს, ჰარისი არაეფექტიანი პოლიტიკოსია.

„მე ვფიქრობ, რომ ის [ჰარისი] არაეფექტიანი ადამიანია. ის პასუხისმგებელი იყო საზღვარზე, სადაც არც ერთხელ ჩასულა. ის ცუდად ართმევდა თავს თავის მოვალეობას. ის ბევრ რამეს ცუდად ართმევდა თავს“, - დასძინა ტრამპმა.