ნეტა, „ბელადმა“ თუ იცის, მის პარტიას სახელი რომ გადაარქვეს? თავისი პარტიის სახელწოდების რცხვენიათ და შეცვალეს, - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ ახალი პოლიტიკური პლატფორმის დაფუძნებას.
„უნდათ ჩვენს მოსახლეობას შეასაღონ, რომ ახალი სახეები ვართო. ერთი გვარამიაა ახალი სახე პოლიტიკაში და მეორე - ნიკა მელია“, - აღნიშნა ზარქუამ.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ახალი პოლიტიკური პლატფორმა - „ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის“ დააფუძნეს. პარტიის ყრილობაზე ასევე წარადგინეს ახალი სახეები - ყოფილ მმართველ ძალას შეუერთდნენ თამარ კორძაია, არმაზ ახვლედიანი, გია ჯაფარიძე, ლაშა ბაქრაძე.