როგორ აფასებენ ოპოზიციაში ევროკავშირის ლიდერების გადაწყვეტილებას 30 მილიონი ევროს გაყინვასთან დაკავშირებით

როგორ აფასებენ ოპოზიციაში ევროკავშირის ლიდერების გადაწყვეტილებას 30 მილიონი ევროს გაყინვასთან დაკავშირებით

ევროკავშირის ლიდერების გადაწყვეტილებას გაყინონ 30 მილიონი ევრო, რომლის გადარიცხვაც, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის იგეგმებოდა, ოპოზიურ წრეებში აფასებენ.

„ვინც ჯერ კიდევ ჯიუტად და უარგუმენტოდ იმეორებს ზემოდან ნაკარნახებ კითხვას „რატომაა ეს კანონი რუსული?“ რატომ? … და ამიტომ!“ - წერს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

„თავისი არსით ეს კატასტროფული ნიუსია, თავისი როლით - საუკეთესო იარაღი ჩვენს ხელში“, - წერს „სირცხვილიას“ წევრი ზუკა ბერძენიშვილი.

„ობიექტურია მათი [ევროკავშირის] მხრიდან მოქმედება. ვწუხვარ, არ მიხარია. იცოდეთ, რომ 27 ოქტომბერს აღდგება ეს 30 მილიონი, ამის გარანტიას გაძლევთ“, - განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.

„ეს არის უმძიმესი დანაკარგი თავდაცვისუნარიანობისთვის. შეუქცევადად მიმდინარეობს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის დაზიანება, რაც არის იმ პოლიტიკის შედეგი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ წამოიწყო. ამ ვითარების გადარჩენის მხოლოდ ერთადერთი შანსი არის 26 ოქტომბრის არჩევნები და „ქართული ოცნების“ ძალაუფლებიდან გაშვება“, - აცხადებს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი თეონა აქუბარდია.