რომან გოცირიძე: საქართველოს მთავრობამ ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციაში მოაქცია, ყველა დემოკრატიული ქვეყანა აცხადებს, რომ საქართველომ დემოკრატიის გზას გადაუხვია

რომან გოცირიძე: საქართველოს მთავრობამ ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციაში მოაქცია, ყველა დემოკრატიული ქვეყანა აცხადებს, რომ საქართველომ დემოკრატიის გზას გადაუხვია

ოპოზიციონერი დეპუტატის რომან გოცირიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციაში მოაქცია.

როგორც გოცირიძემ აღნიშნა, ერთადერთი გამოსავალია დღევანდელი ხელისუფლების შეცვლა.

„ფაქტობრივად, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროს – თავდაცვის მიმართულებითაც კი ჩერდება თანამშრომლობა. ამის ერთ-ერთი ნიშანი ამერიკელებთან ერთად სამხედრო წვრთნების გაუქმება იყო. ასევე, გაკეთდა განცხადება იმის თაობაზე, რომ ევროკავშირი სამხედრო სფეროში დაფინანსებას წყვეტს. მსგავს გადაწყვეტილებას ალბათ აშშ-ც მიიღებს. ეს არის ქვეყნისთვის კატასტროფის ტოლფასი. საქართველოს მოღალატე მთავრობამ ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციაში მოაქცია. ამიტომ ერთადერთი გამოსავალია მავნებელი ხელისუფლების პოლიტიკურ სანაგვეზე გასტუმრება. მსოფლიოს ყველა დემოკრატიული ქვეყანა აცხადებს, რომ საქართველომ დემოკრატიის გზას გადაუხვია და, ფაქტობრივად, დასავლეთის მოწინააღმდეგე და რუსეთის მოკავშირე გახდა. ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები „ქართული ოცნების“ რუსულ პოლიტიკაზე ადეკვატური რეაქციაა“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.

მერაბ.g სამარცხვინოა "ვოტ ბარინ პრიედეტ" თავი დაანებეთ ვინ რას ლაპარაკობს და "ჩვენ მათი დახმარებით" თქვით, ვინა ხართ, სადა ხართ და რაში გამოიხატება "დემოკრატიული გზიდან გადახვევა?" თუ ეს გამჭვირვალობის კანონის მიღება და ომში არჩართვაა, ეს ხალხის მოთხოვნა და სასურველია და შუაზეც რომ გაიხეთ, ამ გზით არჩევნებს მშტალზე წააგებთ!
4 თვის უკან
amo ე. წ. დემოკრატიულ ქვეყნებს აშშ აძლევს დირექტივებს. შენც ის გაძლევს დოლარს და დირექტივას. ილაპარაკე და იყავი თბილად და ტკბილად.
4 თვის უკან