7 წლის კატა აქსელმა 5 კილო დაიკლო და TikTok-ის ვარსკვლავი გახდა. თავისი ოთხფეხა მეგობრის ისტორია ტელეკომპანია CTV-ს აქსელის პატრონმა, კრისტინ სეგიმ მოუთხრო.
მისი თქმით, ოჯახმა კატა ადგილობრივი თავშესაფრიდან წლის დასაწყისში წამოიყვანა. თებერვალში აქსელის წონა 19,5 კილო იყო, ამიტომ კრისტინმა მისი დიეტაზე დასმა გადაწყვიტა და პროგრესის შესახებ განახლებებს რეგულარულად სოციალურ ქსელებში აქვეყნებდა.
ის ვარაუდობს, რომ წინა ოჯახში კატას ადამიანების საჭმელს აძლევდნენ, რადგან ის ყოველთვის მათხოვრობდა პიცას და კატის საკვებზე უარს აცხადებდა. თუმცა, დროთა განმავლობაში ის ახალ დიეტას შეეჩვია და აქტიურიც კი გახდა.
აქსელის გახდომის ისტორიას თვალს უკვე 135 ათასი გამომწერი ადევნებს.
„ჩვენი მიზანია, რომ აქსელი არა მარტო გახდეს, არამედ ნამდვილი კატა გახდეს - დახტოდეს და ამით სიამოვნებას იღებდეს. ის მხოლოდ 7 წლისაა და უამრავი დრო აქვს, ამიტომ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ დარჩენილ წლებს ბედნიერად გაატარებს“, - განაცხადა კრისტინმა.