ფილმს „ეშმაკი ატარებს „პრადას“ მეორე ნაწილი ექნება. ამის შესახებ Variety წყაროზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, Disney-მ პროექტზე მუშაობა უკვე დაიწყო. სცენარზე კვლავ ალინ ბროშ მაკკენა მუშაობს, თავიან როლებს დაუბრუნდებიან მერილ სტრილი (მირანდა პრისტლი) და ემილი ბლანტი (ემილი ჩარლტონი). უცნობია ითამაშებს თუ არა სიქველში ენ ჰეთუეი, რომელმაც პირველ ფილმში მთავარი როლი შეასრულა.
ცნობილია მეორე ფილმის სიუჟეტის დეტალებიც - მირანდა პრისტლის თავისი ჟურნალის მხარდასაჭერად მოუწევს ბრძოლა ფინანსური დახმარების მისაღებად იმ კომპანიისგან, რომელშიც გადაწყვეტილებებს მისი ყოფილი ასისტენტი ემილი ჩარლტონი იღებს.
ფილმი ეკრანებზე სავარაუდოდ 2026 წელს გამოვა, თუმცა ოფიციალური კომენტარები ამ თემაზე ჯერ არ გაკეთებულა.