თამარ ჩიბურდანიძე: დასავლეთის შანტაჟი ზრდის ხელისუფლების მხარდამჭერთა რაოდენობას - ხალხმა გაიღვიძა მწარე რეალობაში და მათ მიძინებას ვეღარავინ შეძლებს

თამარ ჩიბურდანიძე: დასავლეთის შანტაჟი ზრდის ხელისუფლების მხარდამჭერთა რაოდენობას - ხალხმა გაიღვიძა მწარე რეალობაში და მათ მიძინებას ვეღარავინ შეძლებს

„დასავლეთის მიზანი - ხელისუფლების მიმართ ხისტი და უსაფუძვლო ბრალდებებით როგორმე გაზარდონ ოპოზიციის მხარდამჭერთა რაოდენობა, უკუშედეგს იღებს. მათ დეზინფორმაციულ კამპანიას ქართველი ხალხის გაღიზიანება მოაქვს და ყოველდღიურად ზრდის მმართველი გუნდის მხარდამჭერთა რაოდენობას.“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი თამარ ჩიბურდანიძე წერს. 

მისი თქმით, უცხო ძალებს ავიწყდებათ ერთი რამ - საკუთარ ქვეყნებში მათივე პოლიტიკის წინააღმდეგ შექმნილ პრობლემებს ხედავს ქართველი ხალხი და დასკვნებიც შესაბამისი გამოაქვს. 

„პოლიტიკურ დეპეშებს ამერიკიდან თუ მათივე მიმდევარი ევროპელი ლიდერებისგან ბოლო არ უჩანს. ბუნებრივია, ეს გაგრძელდება არჩევნებამდე, რათა ბოლომდე დააჯერონ პროდასავლურად მოაზროვნე საზოგადოება და რაც მთავარია, მაქსიმალურად გააღიზიანონ ახალგაზრდობა, რომ „ოცნების“ პირობებში ევროკავშირის გზა ჩაკეტილია. თუმცა, ავიწყდებათ ერთი რამ - საკუთარ ქვეყნებში მათივე პოლიტიკის წინააღმდეგ შექმნილ პრობლემებს ხედავს ქართველი ხალხი და დასკვნებიც შესაბამისი გამოაქვს. 

აქედან გამომდინარე, მსურს ვუპასუხო ქალბატონ პრეზიდენტს: აღარც თქვენი და აღარც თქვენი პატრონების შანტაჟის ენა აღარ ჭრის საქართველოში. ხომ ხედავთ, სულ არ ადარდებს ქართველი ხალხის უდიდეს ნაწილს თქვენი დამღუპველი ლიბერალური პოლიტიკა. ხალხმა გაიღვიძა მწარე რეალობაში და მათ მიძინებას ვეღარავინ შეძლებს.“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე.