„იმედინიუსის“ ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ ჩატი პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა დიმიტრი ჩიქოვანმა დატოვა.
პარტიიდან წავიდა გენშტაბის ყოფილი უფროსი ზაზა გოგავა და „ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელი შეიარაღებული ძალების გენერალიტეტი.
თბილისის ორგანიზაცია, რომელსაც ზაზა გოგავა ხელმძღვანელობდა, სოფო ჯაფარიძეს ჩააბარეს.
„იმედინიუსმა“ საკითხზე კომენტარის მოპოვება თავად დიმიტრი ჩიქოვანთან სცადა, თუმცა, ის სატელეფონო ზარს ჯერჯერობით არ პასუხობს.