თუ მთავრობა კურსს არ შეიცვლის, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინ ვერ წავა - ჩვენ თვეების განმავლობაში მკაფიო სიგნალებს ვგზავნიდით, რომ მიღებულ კანონს შედეგები მოჰყვებოდა - ახლა შედეგების დრო დადგა

თუ მთავრობა კურსს არ შეიცვლის, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინ ვერ წავა - ჩვენ თვეების განმავლობაში მკაფიო სიგნალებს ვგზავნიდით, რომ მიღებულ კანონს შედეგები მოჰყვებოდა - ახლა შედეგების დრო დადგა

27 ივნისს ევროკავშირის ლიდერები საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებაზე შეთანხმდნენ, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ თბილისში, საერთაშორისო კონფერენციაზე „ევროკავშირის გაფართოება - გეოპოლიტიკური საჭიროება და შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის“ გახსნისას განაცხადა.

„ეს არის შესაძლებლობების ფანჯარა, რომლითაც ყველა კანდიდატმა ქვეყანამ უნდა ისარგებლოს. ეს ეხება საქართველოსაც, სადაც, სამწუხაროდ, ბოლო დროს ნეგატიური მოვლენების განვითარება ვნახეთ, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დაშინება და ევროკავშირისა და ჩვენი ღირებულებების წინააღმდეგ დეზინფორმაციის ფართოდ გავრცელება“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების შესახებ ევროკავშირის ლიდერების გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია, მაგრამ მათ სხვა არჩევანი არ ჰქონდათ.

„გასულ კვირას, ევროკავშირის ლიდერებმა ეს ნათლად განაცხადეს. თუ მთავრობა კურსს არ შეიცვლის, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინ ვერ წავა. ეს ძალიან ძლიერი მესიჯია. 27 ივნისს ევროკავშირის ლიდერები ერთმანეთს ბრიუსელში შეხვდნენ და ევროკავშირის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. ისინი მომავალი პერიოდის სტრატეგიულ დღის წესრიგზე შეთანხმდნენ, მნიშვნელოვან დოკუმენტზე, რომელიც განსაზღვრავს, ვინ ვართ ჩვენ, როგორც ევროკავშირი და საით მივდივართ. ისინი ჩვენი მომავალი ინსტიტუციური ლიდერების ვინაობაზე შეთანხმდნენ, რომლებიც პარლამენტმა ჯერ კიდევ უნდა დაამტკიცოს. ეს მოსალოდნელზე ბევრად სწრაფად მოხდა. შეთანხმება ძალიან სწრაფად იქნა მიღწეული, ისინი შეთანხმდნენ და უკრაინის დაცვის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს და ასევე, ამ საკვანძო გადაწყვეტილებებს შორის ისინი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებაზე შეთანხმდნენ. ეს ნამდვილად გულდასაწყვეტია, მაგრამ სამწუხაროდ, მათ სხვა არჩევანი არ ჰქონდათ. ჩვენ თვეების განმავლობაში ძალიან მკაფიო სიგნალებს ვგზავნიდით, რომ თუ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება მოხდებოდა, ამას შედეგები მოჰყვებოდა. კანონი მიღებულია, ახლა, სამწუხაროდ, შედეგების დრო დადგა“, - აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ.

მერაბ.g "მიღებული კანონი" რომლის გამოც იბუტებით, რატომაა ცუდი და მიუღებელი? იმიტომ? აქ რომ ადამიანების ნაწილს აზროვნების პრობლემა აქვთ და თქვენც ამით მანიპულირებთ, თორემ ის თქვენი ევროკავშირი, თავისი მოლაპარაკებით და წევრობი, უკან გაიკეთეთ! ჩვენთან ვაჭრობით თქვენ ასჯერ მეტ მოგებას ნახულობთ, ვიდრე ჩვენ ნიორის და თაფლის გატანით და ეს ოცჯერ მეტია იმ რაღაც დახმარებაზე, რასაც იმადლებით
ჩამთავრდება არჩევნები და თქვენი დუხი არ ვნახო აქ! ვინა ხართ თქვე ამერიკის ვასალებო, რისიმე ტრაკი მაინც გქონდეთ!
4 თვის უკან
amo რაც გინახავთ ვეღარ ნახავთ.
4 თვის უკან