იურისტები სამართლის ეროვნულ კომისიას ქმნიან (ვიდეო)

იურისტები სამართლის ეროვნულ კომისიას ქმნიან (ვიდეო)

სასატუმრო „ვერე პალასში" „იურისტთა საერთაშორისო კლუბის" პრეზენტაცია გაიმართა. კლუბს თავმჯდომარეობს იურიუდიულ მეცნიერებათა დოქტორი ანა დოლიძე და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორი ჯონ მაკდონალდი.

ორგანიზაციის ძირითადი მიზნებია: ქართველ და უცხოელ იურისტთა გაერთიანების შექმნა, რათა სამართლებრივად იყოს შეფასებული საქართველოში მიმდინარე პროცესები; საქართველოში მიმდინარე პროცესების ექსპერტიზა, საინფორმაციო ანალიტიკური მიმართულებით და სამართლიანობის ეროვნული კომისიის შექმნა.

იურისტთა კლუბი ხელისუფელბას ინსტიტუციონალური, საკადრო და კონსტიტუციონალური კრიზისების დასაძლევად წინადადებებსა და საკანონმდებლო ინიციატივებსაც შესთავაზებს.

დაფუძნების პირველ ეტაპზე კლუბის მუშაობა წარიმართება სამი ძირითადი მიმართულებით: სახელმწიფოსა და საზოგადეობის წინაშე მდგარი, მართლმსაჯულების ხარვეზების მოგვარების აუცილებლობის გამო, ე.წ. „გარდამავალი მართლმსაჯულების" მიდგომაზე მსჯელობა (იდეის ავტორი ანა დოლიძე); სპეციალიზირებული პროკურატურის შექმნის იდეის განხილვა (იდეის ავტორი გია მეფარიშვილი და ვენედი ბენიძე) და მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდის სამართლებრივი ექსპერტიზა (იდეის ავტორები ნანა თხელიძე, კახა კახიშვილი, მინდია უგრეხელიძე, გია მეფარიშვილი და სხვა იურისტები).

კლუბის პრეზენტაციაზე ამერიკიდან „სკაიპით" ჩაერთო თავმჯდომარე ანა დოლიძე. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა. მათ დადებითად შეაფასეს კლუბის დაარსება და საქმიანობაში წარმატება უსურვეს.