დეშამი:

დეშამი: "მოედანზე მბაპეს დატოვებას აზრი არ ჰქონდა"

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა პორტუგალიის ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ნახევარფინალში ყოფნას შეეჩვივნენ, მაგრამ ეს ბუნებრივ მდგომარეობას არ უნდა მიიჩნიონ.

„ნახევარფინალში ვართ და ეს არის ის, რაც ბუნებრივად არ უნდა მივიჩნიოთ, მიუხედავად იმისა, რომ ამას უკვე შევეჩვიეთ. ახლა ნახევარფინალში მოსაგებად ვითამაშებთ.

„მბაპეს შეცვლა? ის აშკარად დაღლილი იყო, დავინახე, როგორ უჭირდა პირველ დამატებით ტაიმში. აზრ არ ჰქონდა მოედანზე მის დატოვებას, თუნდაც პენალტის შემსრულებელი ყოფილიყო. კილიანი ჩემთან ყოველთვის გულწრფელი იყო და ნორმალურად მეჩვენებოდა თამაშში სიახლის შეტანა“, - თქვა დეშამმა.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრები ევრო 2024-ის ნახევარფინალში 9 ივლისს, მიუნხენში, ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.