იტალიაში ერთ ადგილას 100 წელს გადაცილებული ადამიანების შეკრებაში ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარეს. ამის შესახებ გინესის რეკორდების წიგნის ვებგვერდი იტყობინება.
ღონისძიება ქალაქ პადუას ერთ-ერთ სპორტულ დარბაზში ფონდმა Opera Immacolata მოაწყო, რომელიც მოხუცებს ეხმარება. საღამოს 70 ადამიანი დაესწრო, რომელთა ასაკიც 100 წელზე მეტია.
წინა რეკორდი ამ კატეგორიაში ავსტრალიაში, 2016 წელს დამყარდა. მაშინ ღონისძიებაში 100 წელზე უფროსი 45 ადამიანი მონაწილეობდა.