ჯერემი აირონსი „დილის შოუს“ მეოთხე სეზონში ითამაშებს. ამის შესახებ Variety წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ის შოუს მთავარი გმირის, ალექს ლევის (ჯენიფერ ენისტონი) მამას, მარტინ ლევის განასახიერებს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ სერიალის მსახიობებს მარიონ კოტიარი შეუერთდა.
მათთან ერთად სერიალში თამაშობენ: რიზ უიზერსპუნი, ბილი კრადაფი, მარკ დიუპლასი, გრეტა ლი და სხვები. სეზონის პრემიერა ნოემბერში გაიმართება.