ბატონი ბიძინა ივანიშვილი რა თქმა უნდა, იმაში დარწმუნებულია, რომ ბიჭებს მოტივაცია ისედაც არ აკლდათ. უბრალოდ, ეს არის კეთილი ჟესტი, რომ ფეხბურთელებს კიდევ უფრო ანახო, როგორ აფასებს ქვეყანა მათ თავდადებას, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისთვის ფონდ „ქართუს“ მიერ ჯილდოს გადაცემის შესახებ განაცხადა.
„ჩვენი გუნდისთვის აბსოლუტურად ყველა არის თანასწორი, მნიშვნელობა არ აქვს, ისინი რა განცხადებას გააკეთებენ, ზოგადად სპორტსმენები, ამ შემთხვევაში ფეხბურთელები. ჩვენ მათ ვგულშემატკივრობთ, გვეამაყებიან. თუმცა, ამან გაგრძელება პოვა რა თქმა უნდა, როდესაც გუნდის კაპიტანმა და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელმა მადლიერება გამოხატეს ბატონი ბიძინა ივანიშვილის კეთილი ჟესტის მიმართ, რომელიც არის უბრალოდ, წახალისება იმიტომ, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი რა თქმა უნდა, იმაში დარწმუნებულია, რომ ბიჭებს მოტივაცია ისედაც არ აკლდათ. უბრალოდ, ეს არის კეთილი ჟესტი, რომ ფეხბურთელებს კიდევ უფრო ანახო, როგორ აფასებს ქვეყანა მათ თავდადებას და იმ გაწეულ ღვაწლს, რაც მათ ევროპის არენაზე გააკეთეს“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.