სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო, რომელიც მასზე თავდასხმის შემდეგ პირველად გამოჩნდა საჯაროდ, მხარი დაუჭირა მისი უნგრელი კოლეგის ვიქტორ ორბანის ვიზიტს მოსკოვში. ინფორმაციას ამის შესახებ euroactiv-ი ავრცელებს.
ფიცომ თავის პირველ გამოსვლაში კვლავ მოუწოდა ქვეყნებს რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებისკენ და აღნიშნა, რომ ის ორბანთან ერთად ჩავიდოდა მოსკოვში, ჯანმრთელობას რომ შეეწყო ხელი.
„დღევანდელი სამშვიდობო მოლაპარაკებები, სამშვიდობო ინიციატივები საკმარისი არ არის, ვიმეორებ, საკმარისი არ არის“, - ციტირების euroactiv-ი სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს.
ორბანი მოსკოვში 5 ივლისს ჩავიდა. მანამდე ის კიევს სტუმრობდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართა მოლაპარაკებები. მოსკოვში ორბანი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა. მოლაპარაკებების მთავარი თემა უკრაინის ომი იყო. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი მოსკოვში ვიზიტის გამო ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა გააკრიტიკეს. მისი ვიზიტით უკმაყოფილება აგრეთვე აშშ-მა გამოთქვა.