მკვლევრებმა გამტარი ძაფების გამოყენებით ინოვაციური მასალა შეიმუშავეს, რომელიც სხეულის მოძრაობას აფიქსირებს და იწერს.
ამ ტექნოლოგიაზე ბრისტოლისა და ბატის უნივერსიტეტის მეცნიერები მუშაობდნენ. მკვლევრებმა ტექნოლოგიას SeamSleeve უწოდეს. შედეგად, მათ მიერ შემუშავებულ მატერიას სხეულის მოძრაობის აღბეჭდვა და ჩაწერა შეულია.
როგორ მუშაობს ტექნოლოგია? გამტარი ძაფები წარმოქმნიან ელექტრულ წრეებს, რომელთა წინააღმდეგობა იცვლება მოძრაობასთან ერთად.
საბოლოო მიზანი ციფრული ტანსაცმლის გაუმჯობესებული ვერსიის შექმნა იყო, რომელიც ზუსტად გრძნობს და აღრიცხავს სხეულის მოძრაობებს.
ეს შეიძლება გამოიყენონ როგორც ჯანდაცვისა და რეაბილიტაციის მიმართულებით, ისე სპორტულ აქტივობებში. რაც მნიშვნელოვანია, მსგავსი ტანსაცმელი ყველასთვის ხელმისაწვდომი შეიძლება იყოს.
მოძრაობის ზუსტი მონაცემების განსაზღვრით ფიზიკური აქტივობის მონიტორინგი იქნება შესაძლებელი, რაც მომხმარებლების ჯანმრთელობასა და ფიტნეს მიზნებზე დადებითად აისახება.
"ეს ტანსაცმლის მწარმოებლებს ახალ შესაძლებლობებს მისცემს. მათ შეეძლებათ შექმნან სამოსი, რომელიც ვარჯიშისთვისა და რეაბილიტაციისთვის იდეალური იქნება", — ნათქვამია განცხადებაში.
მკვლევრების თქმით, მათი პროდუქტით ბევრი დაინტერესდა, მათ შორის ტანსაცმლის მწარმოებლები.
აღსანიშნავია, რომ ჭკვიანი ტანსაცმელის სმარტფონთან დაკავშირება იქნება შესაძლებელი. უკვე ამის შემდეგ, ტექნოლოგია Bluetooth-ის გამოყენებით სმარტფონს დღის განმავლობაში შეგროვებულ მონაცემებს გადასცემს.
ტანსაცმლის ტექნოლოგიაში ჩაშენებულია ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ადამიანის მოძრაობის ანალიზს აკეთებს და მას ამუშავებს.