ჩინეთში, 90 წლის ქალი ხელყუმბარას იყენებდა, როგორც ჩაქუჩს. ამის შესახებ South China Morning Post-ი წერს.
პენსიონერის თქმით, მან უჩვეულო ფორმის ობიექტი ფერმაზე მუშაობისას აღმოაჩინა და გადაწყვიტა, რომ ეს ჩაქუჩი იყო, რადგან მას ლითონის თავი და ხის სახელური ჰქონდა. ქალმა ხელყუმბარა სახლში წაიღო და 20 წლის განმავლობაში მისი მეშვეობით ამტვრევდა კაკალს, აჭედებდა ლურსმნებს, ნაყავდა წიწაკას.
უჩვეულო ნივთის დანიშნულების შესახებ ეჭვები სახლში გამოძახებულ მუშებს გაუჩნდათ. მათ პოლიცია გამოიძახეს. სამართალდამცველებმა ხელყუმბარა სპეციალურ პოლიგონზე გადაიტანეს და ააფეთქებს.