ძვირფასო აბიტურიენტებო, თქვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება, ეტაპი, რომელიც განაპირობებს თქვენს მომავალს. წარმატებას გისურვებთ თითოეულ თქვენგანს ამ ახალ გზაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აღნიშნავს.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, ახალი თაობა მეტ ენერგიასა და შესაძლებლობებს გულისხმობს თანამედროვე საქართველოსთვის.
„ძვირფასო აბიტურიენტებო, თქვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება, ეტაპი, რომელიც განაპირობებს თქვენს მომავალს. წარმატებას გისურვებთ თითოეულ თქვენგანს ამ ახალ გზაზე.
ახალი თაობა, უპირველესად, მეტ ენერგიასა და შესაძლებლობებს გულისხმობს თანამედროვე საქართველოსთვის. მჯერა, თქვენი ძალა - მიღებული ცოდნა და გამოცდილება უფრო მეტ წინსვლასა და განვითარებას მოუტანს ჩვენს ქვეყანას", - აღნიშნავს პრემიერი.