ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებულმა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა წარმატებული ასპარეზობა თავისუფლების მოედნის შემდეგ, ერთ-ერთ სივრცეში ერთობლივად აღნიშნეს.
ღონისძიებას ნაკრების ფეხბურთელებთან და ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ესწრებოდნენ.
სოციალურ ქსელში გავრცელდა მედიისთვის დახურული ღონისძიების ვიდეო კადრები, რომელშიც ასახულია თუ როგორ აღნიშნავენ „ჯვაროსნები“ ევროტურნირზე წარმატებით ასპარეზობას.