საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ზურიკო დავითაშვილმა გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა. ფეხბურთელი ქართველ ქომაგებს შეჰპირდა, რომ გუნდი კიდევ უფრო დიდ წარმატებას მიაღწევს.
„ამაყი ვარ, რომ ამ ქვეყნის შვილი ვარ და მადლობა ყველას. გპირდებით, რომ უფრო დიდ წარმატებას მივაღწევთ. მადლობა კიდევ ერთხელ და მიყვარხართ მთელი გულით“, - განაცხადა დავითაშვილმა.
თავისუფლების მოედანზე ღონისძიება - „საქართველოს მადლობა საფეხბურთო ნაკრებს“ გაიმართა.
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა თავის პირველ ევროპის ჩემპიონატში ასპარეზობა ესპანეთის წინააღმდეგ მერვედფინალურ ეტაპზე დაასრულა. ესპანეთის ნაკრებმა საქართველოს ნაკრებს სძლია და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. ნაკრებებს შორის შეხვედრა 4:1 დასრულდა.