თავს იდეალურად ვგრძნობ, შეუძლებელია სხვანაირად ვიგრძნო დღეს, - ასე უპასუხა „ქრონიკის“ კითხვას საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ოთარ კიტეიშვილმა.
ჟურნალისტმა მას ჰკითხა, როგორ გრძნობს თავს ჯანმრთელობის მხრივ, რადგან ცნობილია, რომ საქართველო-ესპანეთის დროს ტრავმა მიიღო.
„ეს ყველაფერი ისტორიას და ჩვენს გონებას სამუდამოდ დარჩება. ამაყები ვართ, რომ ამ ისტორიის ნაწილი ვართ. თავს იდეალურად ვგრძნობ, შეუძლებელია სხვანაირად ვიგრძნო დღეს“, - აღნიშნა კიტეიშვილმა.
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა თავის პირველ ევროპის ჩემპიონატში ასპარეზობა ესპანეთის წინააღმდეგ მერვედფინალურ ეტაპზე დაასრულა. ესპანეთის ნაკრებმა საქართველოს ნაკრებს სძლია და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. ნაკრებებს შორის შეხვედრა 4:1 დასრულდა.