ჩვენთვის იყო ძალიან განსაკუთრებულ რამდენიმე თვე. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გახარებულ ერს ვხედავ, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ თავისუფლების მოედანზე მიმდინარე ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მიხარია, რომ ასეთი ემოციები მოვიტანეთ თქვენთან და თქვენი დამსახურებაა, თქვენ მოგვეცით თავდაჯერება. იმ სიყვარულისთვის, რაც თქვენ გვანახეთ, ძალიან დიდი მადლობა. ეს არ უნდა იყოს რაღაცის დასასრული. ეს უნდა იყოს დასაწყისი. ამიტომ გაუმარჯოს საქართველოს და ძალიან დიდი მადლობა!“, - განაცხადა კაშიამ.