თამთა მეგრელიშვილი ეუთოს რეზოლუციაზე: საქართველოს ინიციატივა - ტერიტორიების ოკუპაცია კიდევ ერთ შესწორებაში შეეტანათ, სადაც საუბარია რუსეთის მავნე ქმედებებზე, სამწუხაროდ, რეზოლუციაში  არ გაითვალისწინეს

თამთა მეგრელიშვილი ეუთოს რეზოლუციაზე: საქართველოს ინიციატივა - ტერიტორიების ოკუპაცია კიდევ ერთ შესწორებაში შეეტანათ, სადაც საუბარია რუსეთის მავნე ქმედებებზე, სამწუხაროდ, რეზოლუციაში  არ გაითვალისწინეს

„ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 31-ე ყოველწლიურ სესიაზე მიიღეს რეზოლუცია სახელწოდებით: ეუთო-ს როლი მიმდინარე უსაფრთხოების არქიტექტურაში: საპარლამენტო პერსპექტივა. საქართველოს ინიციატივა - ტერიტორიების ოკუპაცია კიდევ ერთ შესწორებაში შეეტანათ, სადაც საუბარია რუსეთის მავნე ქმედებებზე, სამწუხაროდ, უარყოფილ იქნა და რეზოლუციაში ის არ გაითვალისწინეს“ - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში. 

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, საქართველოს სახელმწიფო ინტერესების შელახვის გამო, დელეგაცია საბოლოო რეზოლუციის წინააღმდეგ მისცემს ხმას.

მისივე თქმით, საქართველო დაკარგულს მშვიდობით დაიბრუნებს, მანამდე კი ყველა საერთაშორისო ტრიბუნა იქნება გამოყენებული, რათა ღირსებით იყოს აქცენტი გაკეთებული ქართული სახელმწიფოს ინტერესებზე, როგორც - პირველადზე.

„ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 31-ე ყოველწლიურ სესიაზე მიიღეს რეზოლუცია სახელწოდებით: ეუთო-ს როლი მიმდინარე უსაფრთხოების არქიტექტურაში: საპარლამენტო პერსპექტივა.

საქართველოს ინიციატივა ტერიტორიების ოკუპაცია კიდევ ერთ შესწორებაში შეეტანათ, სადაც საუბარია რუსეთის მავნე ქმედებებზე, სამწუხაროდ, უარყოფილ იქნა და რეზოლუციაში ის არ გაითვალისწინეს. საქართველოს სახელმწიფო ინტერესების შელახვის გამო, დელეგაცია საბოლოო რეზოლუციის წინააღმდეგ მისცემს ხმას.

მართალია საქართველოს ხმა გადამწყვეტი არ არის, რადგან ვართ პატარა ქვეყანა, გვყავს ძალიან პატარა დელეგაცია და ლოგიკურია, ვიქნებით უმცირესობაში, მაგრამ ეროვნული ღირსებითა და ამბიციით, საქართველო, როგორც სახელმწიფო, საკუთარ პოზიციას თავაწეული დააფიქსირებს.

მშვიდობა და განვითარება ჩვენს ქვეყანას! ჩვენ მშვიდობით დავიბრუნებთ დაკარგულს!

მანამდე კი ყველა საერთაშორისო ტრიბუნას გამოვიყენებთ, რომ ღირსებით ვისაუბროთ ქართული სახელმწიფოს ინტერესებზე, როგორც პირველადზე.“- წერს მეგრელიშვილი.

ლაზი ესეც თქვენი ევროპული სამართლიანობა.
ვინც მათ დაკრულზე არ ცეკვავს, უბრალოდ სჯიან.
ჩვენთვის, ვითომ სასარგებლო რეზოლუციებსაც არ მოუტანია არავითარი შედეგი და არც ამით შეიცვლება რამე, მაგრამ თავი ხომ გაყიდეს, გაბრაზებულებმა.
გაიგეთ! არ არსებობს მეგობრობა პოლიტიკაში. არსებობს სასაგებლო პარტნიორობა. თუ სარგებელს ვერ იღებენ, ან იგნორს გიკეთებენ ან უარესი - გსჯიან და მტრად გეკიდბიან.
აბა არ გვეთქვა უარი ომში ჩართვაზე, თუ არ შეგვაქებდნენ და უმაღლესი დემოკრატიის ქვეყნადაც თუ არ გამოგვაცხადებდნენ.
არ გვაქებდნენ 15 წლის წინათ?
4 თვის უკან