ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 31-ე ყოველწლიურ სესიაზე მიიღეს ანტიქართული და ანტიდასავლური რეზოლუცია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობაზე. მსგავსი პრაქტიკა საყოველთაოდ დასაგმობია და მიანიშნებს ოკუპანტი რუსეთის კვალზე, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციასთან დაკავშირებულ განცხადებას.
აბაშიძის თქმით, "ქართული ოცნების" გუნდი არასდროს გასცემს თანხმობას ისეთ რეზოლუციებზე, რომლებიც ანტიეროვნულია, მიკერძოებულია, უარგუმენტოა და დაფუძნებულია მხოლოდ ზეპირ განცხადებებზე.
„ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 31-ე ყოველწლიურ სესიაზე მიიღეს ანტიქართული და ანტიდასავლური რეზოლუცია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობაზე. მსგავსი პრაქტიკა საყოველთაოდ დასაგმობია და მიანიშნებს ოკუპანტი რუსეთის კვალზე.
რეზოლუცია სახელწოდებით: „ეუთო-ს როლი მიმდინარე უსაფრთხოების არქიტექტურაში: საპარლამენტო პერსპექტივა“ "ქართული ოცნების" ინიციატივა ტერიტორიების ოკუპაცია კიდევ ერთ შესწორებაში შეეტანათ, სადაც საუბარია რუსეთის მავნე ქმედებებზე, სამწუხაროდ, უარყვეს და რეზოლუციაში ის არ გაითვალისწინეს. საქართველოს სახელმწიფო ინტერესების შელახვის გამო, დელეგაცია საბოლოო რეზოლუციის წინააღმდეგ მისცემს ხმას.
"ნაცმოძრაობის" ხელისუფლება სიამოვნებით მოაწერდა ხელს, როგორც მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს 2008 წლის #1633 კაპიტულანტურ დოკუმენტს. ხოლო "ქართული ოცნების" გუნდი არასდროს გასცემს თანხმობას ისეთ რეზოლუციებზე, რომლებიც ანტიეროვნულია, მიკერძოებულია, უარგუმენტოა და დაფუძნებულია მხოლოდ ზეპირ განცხადებებზე.
"ქართული ოცნების" განცხადება
https://www.facebook.com/photo?fbid=492886866438907&set=a.263341806060082“, - წერს გია აბაშიძე.