გიორგი ქოჩორაშვილის სახლთან პატარა ქომაგები შეიკრიბნენ. მათ ფეხბურთელისგან ავტოგრაფები აიღეს, ასევე გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.
„ცოტა დაღლილი ვიყავი, შევეცადე დამესვენა, მაგრამ ბავშვებთან რომ არ გამოვიდე არ შემიძლია, იმიტომ რომ მეც ვიყავი ბავშვი და ეს ემოციები მათ უნდა გავუზიარო“, - აცხადებს „ქრონიკასთან“ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი.
ჟურნალისტის კითხვაზე - რას ეტყვის ის ქართველ გულშემატკივარს, ქოჩორაშვილი ასე პასუხობს:
„ჩვენ უფრო ძლიერები დავბრუნდებით“.