„ამ ნეანდერტალელების [რადიკალური ოპოზიციის] მუზეუმი აუცილებლად არის შესაქმნელი,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია "ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა და დასძინა, „ესენი არიან ნეანდერტალელები და მათ ტვინში რა ბრენდები და სლოგანებიც იბადება მართლაც, რომ ფსიქიატრიის საგანია.“
მისივე თქმით, ნეანდერტალელების მუზეუმის გარდა, ქვეყანაში აუცილებლად უნდა შეიქმნას კუნსტკამერის მუზეუმი, სადაც მომავალ თაობებს შეუნახავენ რადიკალური ოპოზიციის ყველა ფრაზას და მათი ქმედების ამსახველ მასალას. „ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა უნდა იცოდნენ რას წარმოადგენდნს ეს ხალხი.“ - აღნიშნა მან.
„ევროპულ ქვეყნებში დღეს პოლიტიკური სიტუაცია პარალიზებულია. ზოგან უკვე დასრულდა ადგილობრივი არჩევნები, ზოგან მეორე ტურს ელოდებიან, წინ აქვთ კიდევ ბევრი საინტერესო არჩევნები და ამ ყველაფრის ფონზე პარტიული დაპირისპირებები მკვეთრად პარალიზებულია. მათი პოლიტიკური დაძაბულობა კი სულაც არ მოქმედებს სპორტზე. ვინმეს გსმენიათ ან წაგიკითხავთ გერმანიის, საფრანგეთის ან ავსტრიის ნაკრების მწვრთნელს იქაური საზოგადოების მხრიდან ჰქონოდა მითითება რა შემადგენლობა გამოეყვანა, ამა თუ იმ თამაშის დროს, რომელ წუთზე რა ცვლილებები განეხორციელებინა, ან სამი მეკარიდან რომელი დაეყენებინა კარში? რასაკვირველია არა. ის ხომ ევროპაა და ესენი ხომ [რადიკალური ოპოზიცია] „შინ ევროპელები“ არიან. თუმცა ამ „შინ ევროპელობაში“, სად არის ევროპა? იმ პოლარიზებულ გარემოშიც კი ნორმალურ ევროპელს თავში არ მოსვლია, რომ მწვრთნელი მწყობრიდან გამოეყვანა, ისე როგორ ეს ვილი სანიოლთან მიმართებით მოხდა.
ეს ჩვენი „შინ ევროპელები“ აზიასაც არ მინდა შევადარო. აზიასაც ხომ თავისი ღირსება და მიდგომა აქვს. ესენი კი არიან ნეანდერტალელები და მათ ტვინში რა ბრენდები და სლოგანებიც იბადება, მართლაც, რომ ფსიქიატრიის საგანია.
დღეს დავით ქაცარავამ რუსეთის სამხედრო და „ფეესბეშნიკური“ სერიალების ეპიზოდების სუპერ მაჩომ და სუპერ ვარსკვლავმა ხელისუფლებას დააბრალა, ქართველ ხალხს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები დაუმალესო. ამ სისულელეს და სიგიჟეს მკურნალობა სჭირდება.
რადიკალური ოპოზიცია დღეს აბსოლუტურად გამოშიგნულია. ტყუილად კი არ ვეძახით მათ ცვილის ფიგურებს. საოცრებაა, რომ ამ ხალხს პრეტენზია აქვს ოქტომბერში ხელისუფლებაში მოსვლის. საინტერესოა რა პოტენციალით?
აუცილებლად არის შესაქმნელი კუნსტკამერის მუზეუმი, სადაც უნდა შეიტანონ რადიკალური ოპოზიციის წევრების თითოეული ფრაზა და ქმედების ამსახველი მასალა. ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა უნდა იცოდნენ, რას წარმოადგენს ეს ხალხი. კუნსტკამერის მუზეუმის პარალელურად
ნეანდერტალელების მუზეუმიც უნდა შეიქმნას, “ - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.