ვედანტ პატელი: მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობის შესაბამის ოფიციალურ პირებთან თანამშრომლობა გავაგრძელოთ - გვაქვს საკითხები, რომლებსაც მათთან აუცილებლად განვიხილავთ

ვედანტ პატელი: მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობის შესაბამის ოფიციალურ პირებთან თანამშრომლობა გავაგრძელოთ - გვაქვს საკითხები, რომლებსაც მათთან აუცილებლად განვიხილავთ

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობის შესაბამის ოფიციალურ პირებთან თანამშრომლობა გავაგრძელოთ, ეს არის ქვეყანა, რომელთანაც ჩვენ მთელი რიგი საკითხები გვაქვს, რომლებსაც გვსურს ამ ორმხრივი ურთიერთობის კონტექსტში პრიორიტეტი მივანიჭოთ , - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა აშშ-ში ქართველი ოფიციალური პირების ვიზიტების შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.

„რაც შეეხება საქართველოს, ვიცი, რომ ამ ბრიფინგის ოთახში ცოტა ხნის წინ მიღებულ ზოგიერთ კანონზე საუბარს დიდი დრო დავუთმეთ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ასევე, საქართველოს მთავრობის შესაბამის ოფიციალურ პირებთან თანამშრომლობა გავაგრძელოთ. ეს არის ქვეყანა, რომელთანაც ჩვენ მთელი რიგი საკითხები გვაქვს, რომელთაც გვსურს ამ ორმხრივი ურთიერთობის კონტექსტში პრიორიტეტი მივანიჭოთ“, - განაცხადა ვედანტ პატელმა.

მისივე თქმით, არსებობს საკითხები, რომლებსაც ქართველ ოფიციალურ პირებთან ამერიკული მხარე აუცილებლად განიხილავს.

„რა თქმა უნდა, როდესაც საქმე ამ კონკრეტულ კანონს ეხება, თქვენ მოისმინეთ, როგორც ჩემგან, ისე მეთისგან (მილერი) იმ ბევრი პრობლემის შესახებ, რომლებიც გვაქვს და როგორ ვფიქრობთ, რომ ეს საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებებს ეწინააღმდეგება. ჩვენ კვლავ გვჯერა, რომ თანამშრომლობა მნიშვნელოვანია და გვაქვს სხვა საკითხები, რომლებსაც, ეჭვი არ გვეპარება, რომ მათთან აუცილებლად განვიხილავთ“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ.

მერაბ.g თანამშრომლობა აუცილებელია თქვენთვისაც, ისევე როგორც ჩვენთვის; საქმეს, საერთო ინტრესებს მივხედოთ ... რაც შეეხება თქვენს წუხილს, რომ გამჭვირვალობის კანონი ასოების სტიგმატიზებას გამოიწვევს,დაე ასე იყოს, გამომზეურდება ვის რა აქვს გაკეთებული - ზოგი მადლობას მიიღებს, ზოგიც გვერდზე გაიწევა. ჩვენ გვახსოვს თქვენი ურთიერთობა უცხო ქვეყნების ასოებთან (განსაკყთრებით ავღანელებთან) ... ქარავანმა ტავის გზაზე იაროს, გიგაურ-ჩხიკვაძე-პატარაიებმა იწკმუტუნონ!
4 თვის უკან