ენტონი ბლინკენი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე: შეშფოთების გამოსახატავად ზომები მივიღეთ - მოსალოდნელია, რომ ამის შესახებ თქვენ უფრო მეტს ნახავთ

ენტონი ბლინკენი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე: შეშფოთების გამოსახატავად ზომები მივიღეთ - მოსალოდნელია, რომ ამის შესახებ თქვენ უფრო მეტს ნახავთ

ჩვენ და ბევრმა სხვა ქვეყანამ არა მხოლოდ გამოვთქვით ჩვენი ღრმა შეშფოთება მის შესახებ, განსაკუთრებით მისი მიღების შესახებ, არამედ ამ შეშფოთების გამოსახატავად ზომები მივიღეთ. ვფიქრობ, მოსალოდნელია, რომ ამის შესახებ თქვენ უფრო მეტს ნახავთ, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ბრუკინგის ინსტიტუტში, აშშ-ის საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას.

„ჩვენ და ბევრმა სხვა ქვეყანამ არა მხოლოდ გამოვთქვით ჩვენი ღრმა შეშფოთება მის შესახებ, განსაკუთრებით მისი მიღების შესახებ, არამედ ამ შეშფოთების გამოსახატავად ზომები მივიღეთ. ვფიქრობ, მოსალოდნელია, რომ ამის შესახებ თქვენ უფრო მეტს ნახავთ. ვფიქრობ, ეს აშკარად ეწინააღმდეგება იმ ევროპულ მიმართულებას, რომელიც საქართველოს სურს და რომელიც ქართველი ხალხის უმრავლესობას აშკარად სურს“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

საქართველოს პარლამენტის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების საპასუხოდ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში გამოაცხადა, რომელიც “ქართული ოცნების” წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავებს და კერძო პირებს მოიცავს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მეთიუ მილერის თქმით, შეზღუდვები გავრცელდება მათ ოჯახის წევრებზეც. ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა აღნიშნა, რომ სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში 24-დან 36 პირს მოიცავს.

amo კუკურუკუ
4 თვის უკან
Gami შეშფოთების გამოხატვის რა ზომები მიიღეს? სახის მანჭვის, გრიმასების არეალი გაზარდეს და ხელების პარჭყვა!
4 თვის უკან