საზოგადოებამ დიდი ხნის წინ შეაფასა ეს ადამიანები როგორც თაღლითები, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ადამიანებისგან აღარაფერი უკვირთ.
„ბოლოს უკვე სასამართლომაც დაადგინა, რომ ისინი არიან თაღლითები და სხვათა შორის, ეს მიმართულება მათ არც გაუპროტესტებიათ. შესაბამისად, ამ ადამიანებისგან ჩვენ არაფერი გვიკვირს, იმიტომ, რომ თავის ბიზნეს საქმიანობაშიც იყვნენ თაღლითები და ახლა უკვე პოლიტიკურ საქმიანობაში განაგრძობენ იმავეს.
ცხადია ჩვენ, რაც უფრო დრო გავა, მით უფრო მეტს გავიგებთ მათი მასშტაბური თაღლითობის შესახებ“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.