რატი იონათამიშვილი: ფაქტია, რომ საქართველო ლიდერია, მათ შორის ყველა კანდიდატ ქვეყანას შორის, ეს არამარტო მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროექტების დამსახურებაა, არამედ ძლიერი ინსტიტუციებისა და დემოკრატიის შედეგიც არის

ფაქტია, რომ საქართველო არის ლიდერი მათ შორის ყველა კანდიდატ ქვეყანას შორის და უსწრებს ევროკავშირს ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

„ეს არამარტო მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროექტების დამსახურებაა, არამედ ძლიერი ინსტიტუციებისა და ძლიერი დემოკრატიის შედეგიც არის. შესაბამისად, ნებისმიერი სამართლიან გარემოებებზე დაფუძნებული შეფასებები საქართველოს ლიდერ ქვეყნად აქცევს“, - აღნიშნა დეპუტატმა.

2024 წლის ხუთი თვის მაჩვენებლით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 9,3%-ია. ეკონომიკური ზრდით საქართველო პირველია, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატებთან, ისე თავად ევროკავშირთან შედარებით. ასევე საქართველო პირველია კანდიდატ ქვეყნებს შორის სამართლის უზენაესობის და კორუფციის აღქმის საერთაშორისო რეიტინგებში.