ლატვიაში ერთნაირსქესიან წყვილთა შორის სამოქალაქო პარტნიორობის შესახებ კანონი ძალაში შევიდა

ლატვიაში ერთნაირსქესიან წყვილთა შორის სამოქალაქო პარტნიორობის შესახებ კანონი ძალაში შევიდა

ლატვიაში ერთნაირსქესიან წყვილთა შორის სამოქალაქო პარტნიორობის შესახებ კანონი დღეიდან ძალაში შევიდა. ახალი უფლებით, პირველმა ლატვიელმა გეი წყვილმა - მაქსიმ რინგომ და იანის ლოკსმა უკვე ისარგებლა და მათ სამოქალაქო პარტნიორობა ოფიციალურად დაარეგისტრირეს.

ერთნაირსქესიან წყვილებს შორის სამოქალაქო პარტნიორობა ოფიციალური ქორწინებისგან განსხვავდება, თუმცა გეი წყვილის კავშირის აღიარება, ასევე საგადასახადო და სოციალური უსაფრთხოების შეღავათებს ითვალისწინებს.

ევროკავშირში ამიერიდან 5 სახელმწიფო რჩება, სადაც გეი წყვილებს სამოქალაქო კავშირის რეგისტრირება არ შეუძლიათ, ესენია: პოლონეთი, ლიეტუვა, სლოვაკეთი, ბულგარეთი და რუმინეთი.